მენიუ

ფოტოები
ლექსები [21]


სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0







Amor



რაც გაგიცანი, მე იმის შემდეგ,
გულის ცემა მაქვს აჩქარებული,
შფოთვა გამიჩნდა შენზე ფიქრებით,
შენსკენ ვიწრთვი მე მოწიწებით.....


მე შენ გეძებდი მთელი ცხოვრება,

ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი
ახლა შენ გქვია ჩემი ცხოვრება
შენ უშფოთველი ძილი წამართვი.
არ გსაყვედურობ გიპოვე თვითონ,
შენ არ გაბრალებ ჩემი ბრალია
შენ კი ვერ ხვდები,ვერ ხვდები ვითომ??


მოგჩერებივარ, როგორც სანთელს და

სუნთქვასაც ვიკრავ, რომ არ გამიქრე...
შენით ჭკუიდან გადასვლა ღირს და
როგორ ვიცხოვრო, უნდა დავფიქრდე!
როგორ ვიცოცხლო ამ თვალთა იქეთ,
ამ მზერის იქეთ უკუნი ბორგავს...
ჩემს სასთუმალთან ჩამოჯდე იქნებ,
ყური მიუგდო ღამეულ ბოდვას.


მიყვარხარო, მიყვარხარო სიგიჟემდე!
ჩურჩულებენ სევდიანი სონეტები,
დაგეწევი შორს მიმავალ ბილიკებზე
და ვნებების მწველ ალმურად მოგედები!..
შენს ტუჩებზე ტკბილ შარბათად დავიღვრები, 
კოცნებს შორის გადავითვლით წამს წამებზე,
ვითამაშებ შენი ყველა ახირებით,


თუ ამაყი ვარ,შენთვის ავტირდები
მე თუ პატარა ვარ,შენთვის გავიზრდები,
და თუ ჭკვიანი ვარ,შენთვის გავგიჟდები,
თუკი შეგცივდება,მაშინ მზე ვიქნები,
სიცხე შეგაწუხებს?მაშინ ზღვა ვიქნები,


სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... 
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება, 
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები! 
ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, 


შენ ჩემი თოვლის ერთი ფიფქი ხარ,

ხელზე დაგისვი და უცბად გაქრი,
შენი გიშერის შავი თვალები,
თან დამყვებიან დღისით და ღამით.
შენ სიყვარულის ერთი ლექსი ხარ,
დაწერილი რომ სადღაც დავკარგე,


მე შენ მიყვარხარ,

როცა წვიმს, მაშინ,
როცა წვეთები ალბობენ მიწას,
და ირგვლივ ქარი გაავებული
კარსა და ფანჯრებს ვერ უხსნის კრიჭას...
მე შენ მიყვარხარ,
როცა თოვს მაშინ,
ირგვლივ იმდენი თეთრი ნისლია,
და მე მივდივარ ღიმილით იქაც,


-უნების საოცრება ხარ, ვერ შეგადარემ მე სხვას

-კანასკნელი სიტყვა შენი სახელი მეთქვას,

-ულ იმას ვნატრულობ, შენ ჩემი სიცოცხლე გერქვას,

-ღრან ტყეში დაკარგული ეს ჩემი გული ფეთქავს,

-უთუ ვერ ხვდები მიყვარხარ! ვერ გავბედე რომ მეთქვა.

-რასოდეს მიგატოვებდა დაგტოვებ მარტო



სიყვარულია, რომ აქცევს მოკვდავთ,

კაცს ზეციერად და ქალს ღვთაებად,
სიყვარულია, ჩვენ რომ გვანიჭებს,
სიბრძნეს, სიხარულს და უკვდავებას.
სიყვარულია ჯვარცმა, წამება,
საღვთო კოცნაა, საღვთო ფიალა,
შეყვარებულთა წმინდა სახელი
ანგელოზებმა ცაში იციან.

1 2 3 »
FaceBook

ავტორიზაცია

Copyright MyCorp © 2024 Free site builder - uCoz