მე შენ გეძებდი მთელი ცხოვრება,
ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი
ახლა შენ გქვია ჩემი ცხოვრება
შენ უშფოთველი ძილი წამართვი.
არ გსაყვედურობ გიპოვე თვითონ,
შენ არ გაბრალებ ჩემი ბრალია
შენ კი ვერ ხვდები,ვერ ხვდები ვითომ??
მოგჩერებივარ, როგორც სანთელს და სუნთქვასაც ვიკრავ, რომ არ გამიქრე... შენით ჭკუიდან გადასვლა ღირს და როგორ ვიცხოვრო, უნდა დავფიქრდე! როგორ ვიცოცხლო ამ თვალთა იქეთ, ამ მზერის იქეთ უკუნი ბორგავს... ჩემს სასთუმალთან ჩამოჯდე იქნებ, ყური მიუგდო ღამეულ ბოდვას.
შენ ჩემი თოვლის ერთი ფიფქი ხარ, ხელზე დაგისვი და უცბად გაქრი, შენი გიშერის შავი თვალები, თან დამყვებიან დღისით და ღამით. შენ სიყვარულის ერთი ლექსი ხარ, დაწერილი რომ სადღაც დავკარგე,
მე შენ მიყვარხარ, როცა წვიმს, მაშინ, როცა წვეთები ალბობენ მიწას, და ირგვლივ ქარი გაავებული კარსა და ფანჯრებს ვერ უხსნის კრიჭას... მე შენ მიყვარხარ, როცა თოვს მაშინ, ირგვლივ იმდენი თეთრი ნისლია, და მე მივდივარ ღიმილით იქაც,
სიყვარულია, რომ აქცევს მოკვდავთ, კაცს ზეციერად და ქალს ღვთაებად, სიყვარულია, ჩვენ რომ გვანიჭებს, სიბრძნეს, სიხარულს და უკვდავებას. სიყვარულია ჯვარცმა, წამება, საღვთო კოცნაა, საღვთო ფიალა, შეყვარებულთა წმინდა სახელი ანგელოზებმა ცაში იციან.